რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, სადაც დაჭრილ ალექსი პეტრიაშვილს ოპერაცია უტარდება, პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე მივიდა.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, მნიშვნელოვანია, დანაშული უსწრაფესად იქნას გამოძიებული.
პრეზიდენტის მრჩეველის განცხადებით, დანაშაულის მოტივზე მეტად საინტერესოა უსწრაფესად გაირკვას, ვინ იყვნენ თავდამსხმელები.
"მძიმე როდესაც ისმენ, რომ დღისით-მზისით ადამიანს, პოლიტიკოსს რამდენიმე ტყვია ესროლეს. მნიშვნელოვანია, რომ უსწრაფესად იქნას ეს საქმე გამოძიებული," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.