20 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე 3 პირის დაკითხვა მიმდინარეობს

ალექსი პეტრაშვილი ამ დროისთვის  რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას 3 ტყვია აქვს მოხვედრილი და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მისი თანაგუნდელების განცხადებით პეტრიაშვილის დაჭრის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

"ლევან მიქელაძის საფლავზე იყო ბუკა, თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი და მოხდა თავდასხმა მასზე. აქვს სამი ტყვია მოხვედრილი და ახლა არის საოპერაციოში. მეტს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ მივმართავთ სამართალდამცავებს სწრაფად გამოიძიონ ეს საზარელი თავდასხმა“, - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილემ ნინო გოგუაძემ.

ალექსი პეტრიაშვილის თანაგუნდელები მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. 

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილთან ერთად იმყოფებოდა 3 ადამიანი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მათი დაკითხვა. მათივე ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით დაიკითხება ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე  ეკა მიშველაძე.

 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი 

დღის ამბები