პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე საქნახშირის ადმინისტრაციასთან შეხვედრას მართავს. შეხვედრაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელიც იმყოფება. შეხვედრა ერთ საათზე მეტია მიმდიანრეობს.
მანამდე კი კახა კოჟორიძე ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს შეხვდა.
„პრობლემები მწვავედ დგას. ამ პრობლემებს სწორი და გონივრული გადაწყვეტა სჭირდება,“- განაცხადა კოჟორიძემ აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას.
ტყიბულში პროტესტი კი უკვე მე-13 დღეა გრძელდება.
ავტორი: ანა წერეთელი