20 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ტყიბულში აქციას "მწვანე მუშტის" წარმომადგენლები და სტუდენტები შეუერთდნენ

ტყიბულში აქციის მონაწილეებს მწვანე მუშტის წარმომადგენლები და სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი გუშინდელ ინციდენტშიც მონაწილეობდნენ. ისინი აცხადებენ, რომ გუშინ საქნახშირის ტერიტორიაზე შეჭრის მთავარი მიზანი მთავრობის გაფრთხილება იყო.

ტყიბულში პროტესტი კი უკვე მე-13 დღეა გრძელდება. მაღაროელების მოთხოვნები უცვლელია-ხელფასის მატება, სამუშაო და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება. 

გაფიცული მეშახტეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. 

 

ავტორი: ანა წერეთელი

 

ამავე თემაზე
დღის ამბები