ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთ-ერთი თვითმხილველი საუბრობს. მისი თქმით, თავდამსხმელს მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი ეცვა და სახეს მალავდა.
“ყვირილი მოვრთე ნუ კლავთ შვილებო. ბევრნი იყვნენ თუ რამდენი ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ მე ერთადერთი ვანახე, ჯოხს ურტყამდნენ დაუზოგავად. რადგან ყვირილმა არ გაჭრა დავურეკე პატრულს და 10 წუთში მოვიდნენ. რომ ჩავედი და დავხედე ვერ მივხდი ვინ იყო ისე იყო ნაცემი, სახეზე დასისხლიანებული იყო მეტი არფერი ვიცი მე თვითონ აზრზე არ ვიყავი. ძალიან მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი ეცვა, თავზე მოცმული, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კარგი ამინდია. არ უნდოდა სახის გამოჩენა“ - განაცხადა თვითმხილველმა.