ისნის სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებმა დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კომუნალური მომსახურეობის აღდგენას ითხოვდნენ.
აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ თავისუფალი თაობის წევრები, რომლებმაც საბურავების დაწვა სცადეს, რის გამოც ლადო სადღობელაშვილი და აქციის ორი მონაწილე დააკავეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი საღამოს 20:00 საათზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციის გაგრძელებას გეგმავენ.