ალექსი პეტრიაშვილის მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა მისმა მეუღლემ ეკა მიშველაძემ. ჟურნალისტის თქმით, პეტრიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„იმედი მაქვს, რომ პოლიცია გამოიკვლევს ზუსტად რა იყო და როგორ მოხდა და აუცილებლად დაისჯება დამნაშავე. ის, ვინც ეს ჩაიდინა, უნდა იყოს ციხეში და უახლოეს მომავალში ველოდები პასუხებს კითხვებზე, რატომ და რისთვის მოხდა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.