20 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
კიდურებს ქვემოთ სროლა არის უკვე გარკვეულად ტრადიციული - ნუკრი ქანთარია პეტრიაშვილის დაჭრაზე საუბრობს

ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ნუკრი ქანთარია ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით,  ეს ამბავი და დროზე უნდა იყოს გამოძიებული და დამნაშავე უმკაცრესად უნდა იყოს  დასჯილი.

“ ბუკა არის ჩვენი ახლობელი და სულ ცოტახნის წინ თანამებრძოლიც იყო ჩვენი და აქ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის. ალბათ ყველაზე უკეთ ბუკამ იცის თვითონ რა მოტივია, რაღაც ძალიან პირადულს გავს ეს ამბავი და დროზე უნდა იყოს გამოძიებული და უმკაცრესად დასჯილი. მე ინფორმაციია არაფერი არ მაქვს თვითონ უკეთ იცის ალბათ, მაგრამ ის, რომ მის მიმართ განხორციელებული იყო შეგნებული სროლა კიდურებს ქვემოთ  ეს მიმანიშნებს იმაზე, რომ ეს არის სწორედ ამ შემთხვევაში რაღაც გარკვეული უკვე ტრადიციულიც კი“ - განაცხადა ქანთარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები