რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ავთანდილ იმედაძის თქმით, ალექსი პეტრიაშვილის ოპერაცია წარმატებით დსრულდა და მისი მდგომარებოა ამ ეტაპისთვის სტაბილურია.
“მას აღენიშნებოდა სამი ცეცხლსასროლი ჭრილობა ქვედა კიდურის არეში. სასიცოცხლო საშიშროება მას არ აღენიშნება. თირკმელთან ახლოს აღინიშნება ტყვია რომელსაც ამ ეტაპზე არ ჭირდება ამოღება. თავის არეში აქვს ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება. სხვა დაზიანებები არ აღენიშნება,“ - განაცხადა ავთანდილ იმედაძემ.