ციხისძირში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორისსიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დაკავებულია ნაციონალური მოძრაობის შუახევის საკრებულოს წევრი სოსო ზოიძე და აქციის მონაწილე სოლომონ ვაჯელიძე. დაკავებულები აჭარის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.
აქციის დაშლის შემდეგ პოლიციამ საკუთარი ძალებით გადაიტანა აქციის მონაწილეების მიერ დადგმული 2 კარავი. კომპანია ზიმომ ადგილზე შეიყვანა მძიმე ტექნიკა და განაგრძო სამუშაოები.