20 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
ალექსი პეტრიაშვილი დაჭრილია-გამოძიება კონკრეტულ ვერსიებზე არ საუბრობს

რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისუფალი დემოკატების ერთ-ერთ ლიდერზე განხორციელებულ თავადსახმას იძიებს. სამართალდამცველებისთვის ჯერჯერობით უცნობია იმ პირთა ვინაობა, ვინც ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა და იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. შემთხვევის ადგილიდან კრიმინალისტებმა სავარაუდოდ 5 მასრა ამოიღეს, დეპუტატს კი 3 ტყვია აქვს მოხვედრილი.

ალექსი პეტრიაშვილს საავადმყოფოში რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუატრადა. თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანს სამი ცეცხლნასროლი ჭრილობა კიდურებზე აქვს და თავი ბლაგვი საგნით აქვს დაზიანებული. ექიმების განმარტებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მთელი დღის განმავლობაში ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეორე განყოფილეაში იკითხებიან თვითმხილეველები და თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილთან ერთად მყოფი მისი სამი მეგობარი. გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. უცნობია აქვს თუ არა გამოძიებას დეპუტატზე თავდასხმის გამოკვეთილი მოტივები და არსებობს თუ არა სავარაუდო ბრალდებულთა სია.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები