20 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
შემაშფოთებელი ფაქტი, მკვლელობის მცდელობა-ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმას მკაცრი შეფასებები მოჰყვა

ჯერჯერობით უცნობია ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით მომხდარის რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება, თუმცა შეფასებები კეთდება როგორც ალექსი პერტიაშვილის თანაგუნდელების, ასვე მისი კოლეგების მხრიდან.  ლაჩრული მკვლელობის მცდელობა-ასე აფასებს თავდასხმას თავისუფალი დემოკრატების ლიდერი. პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს საპარლამენტო უმცირესობა, უმრავლესობა კი შეიარაღებულ თავდასხმას პირად შურისძიებას უკავშირებს.

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დღეს თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იმყოფებოდა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მომხდარს ქვეყანაში კრიმინოგენული ვთარების გაზრდას უკავშირებს.

თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა პრემიერმინისტრიც. სპეციალურ განცხადებაში გიორგი კვირიკაშვილმა შეშფოთება გამოხატა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სწრაფი გამოძიება მოსთხოვა.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები