ტყიბულში შექმნილი კრიზისი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების მიზეზი ხდება. კოალიციის წევრები ვითარების დაძაბვით დაინტერესებულ ჯგუფებს საკუთარ რიგებში ეძებენ. ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს შექმნილ ვითარებას საპარლამენტო ოპოზიცია. ტყიბულელ მეშახტეებს სოლიდარობა დღეს თბილისში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს.
ტყიბულში გაფიცულების მხარდასაჭერად აქცია დელისის მეტროდან დაიწყო და საქნახშირი-ჯიაიჯი ჯგუფის ოფისამდე მსვლელობით გაგრძელდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლები მაღაროელების უფლებების დაცვას და ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებს კონკრეტული მოთხოვნები აქვთ კომპანიასთანაც.
ტყიბულში გაფიცულ მაღაროელებს დღეს აქციით სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმშიც.
ავტორი: ელოსო ჯარიაშვილი