20 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ციხისძირში მძიმე ტექნიკა შეყვანეს, საპროტესტო აქცია კი პოლიციის ძალით დაშალეს

ციხისძირში მძიმე ტექნიკაა შეყვანილი. სამართალდამცველებმა ტერიტორია დღეს კარვებისგან გაწმინდეს. ციხისძირის საპროტესტო აქციის 2 მონაწილე დაკავებულია. ნაციონალური მოძრაობის წევრები: სოლომონ ბაჯელიძე და სოსლან ზოიძე, სავარაუდოდ აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოში გადაიყვანეს.

თითქმის ერთთვიანი აქციის დასაშლელად პოლიცია ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობასთან საღამოს გამოჩნდა. პროტესტანტებს, რომლებიც ასწლოვანი ხეების გადარგვას ეწინაარმდეგბიან, სამართალადამცველებმა ტერიტორიის გათავისუფლება მოსთხოვეს.

ახლა იმ ტერიტორიას, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს ძალოვანები აკონტროლებენ. უნიკალურ ხეებს ციხისძირიდან ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ დენდროლოგიურ პარკში სულ რამდენიმე დღეში გადაიტანენ.

ავტორი: ნათია გოგსაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები