20 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
კომუნალურ ვაუჩერს ათიათასობით მოქალაქე ვეღარ მიიღებს

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად ათიათასობით მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ოჯახი კომუნალური ვაუჩერის გარეშე დარჩა. მერია თანხას ზოგავს და კომუნალური სუბსიდირების დაფინანსებას 14 მილიონით ამცირებს.

მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესაბამისს ცვლილებებს მხარი მხოლოდ საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა. ხელისუფლება მიღებულ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთადერთი არგუმენტით ხსნის-მაღალჩინოსნები დარწმუნებულები არიან, რომ ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირებულ ოჯახებს ესაჭიროება.

დღის ამბები