20 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
ეკა მიშველაძემ რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა

ეკა მიშველაძემ რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობა დატოვა. ალექსი პეტრიაშვილის მეუღლემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს.

„გამოძიებამ დამისვა შეკითხვები განვიხილავ თუ არა რაიმე ვერსიებს მაგრამ მე ძალიან მიჭირს რაიმეზე ვიფიქრო. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბედნიერი ურთიერთობა გქვონდა, გვაქვს და გვექნება იმ ადამიანებისდა სამწუხაროდ, ვინც ეს სისაძაგლე ჩაიდინა. ვერანაირ მოტივს ვერ განვიხილავ მათ შორის ვერც შურისძიების, ათას რამეზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი რეალური მიზეზები. მე არ ვიცოდი, რომ დღეს ის საფლავზე მიდიოდა, შესაბამისად ისიც არ ვიცი ვისთან ერთად იყო იქ. ამ დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება პოლიტიკოსი თუ რიგითი ადამიანი დღისით მზისით მოხდა ეს საზარელი დანაშაული და ამისი გამოძიება პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს,“-აცხადებს ეკა მიშველაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს შუადღეს თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის. 

დამნაშავეები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. 

დღის ამბები