შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. ამის შესახებ რუსთავი 2- ის კორესპონდენტი იუწყება.
მინისტრი კლინიკაში თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის მოსანახულებლად მივიდა. რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ პეტრიაშვილი პალატაში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში მას შს მინსიტრი ესაუბრება.
თავდასხმა თვისუფალი დემოკრატებს ერთ-ერთ ლიდერზე დღეს საბურთალოს პანთეონში განხორციელდა. ალექსი პეტრიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ტყვია ესროლეს და დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით მიაყენეს.