შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი საინფორმაციო სააგენტო Front News-სთვის მიცემულ ინტერვიუში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ზე საუბრობს და აცხადებს, რომ საზოგადოებაც და პოლიტიკური სტრუქტურებიც ფხიზლად უნდა იყვნენ.
"ვიყავით ძალიან პირდაპირები ჩვენს შეშფოთებასთან დაკავშირებით, როგორც საჯარო განცხადებებში, ისე ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს, რომ რუსთავი 2–ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო საქმეს პოტენციურად შეეძლო შეეცვალა წინასაარჩევნო გარემო, რადგან იყო სასამართლო გადაწყვეტილება წამყვანი ოპოზიციური ტელევიზიის მენეჯმენტის შეცვლის შესახებ. ეს გამოიწვევდა თამაშის წესების შეცვლას, მაგრამ მენეჯმენტი არ შეცვლილა, მაგრამ საჭიროა, რომ ფხიზლად დავრჩეთ ჩვენც, ქართველი ხალხიც და პოლიტიკური სტუქტურებიც. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველას ჰქონდეს წვდომა, არა მარტო მთავრობას, არამედ ოპოზიცისაც,"-აცხადებს იან კელი.