20 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
ტყიბულში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

ინციდენტების გარეშე ჩაიარა ღამემ ტყიბულში, სადაც მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. დათმობებზე წასვლასა და მოთხოვნების შესრულებას ისინი საქნახშირისგან უკვე ორი კვირაა ითხოვენ.

გაფიცული თანამშრომლები საქნახშირის შენობასთან ისევ რჩებიან და არ აპირებენ სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას. მთავარი სადავო საკითხი ხელფასების მატებაა.

საქნახშირის თანამშრომლებს ხელმძღვანელობა ხელფასების  5 %-იან ზრდას 2 თვეში ჰპირდება, თუმცა მაღაროელები ანაზღაურების 40 %-ით მომატებას ითხოვენ.

მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის და გაფიცულები ისევ ხელფასების გაზრდას ითხოვენ.

 

დღის ამბები