20 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ციხისძირის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ციხისძირში გუშინ გამართული აქციის ორი წევრი წინასწარი დაკავების იზოლატორშია. მათი საქმის განხილვა სასამართლოში სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

დაკავებულთა შორის ერთ-ერთი შუახევის საკრებულოს დეპუტატია. პარალელურად სანერგე მეურნეობაში მძიმე ტექნიკა მუშაობს, თუმცა ასწლოვანი ხეების გადარგვის პროცესს ადგილზე აღარ აპროტესტებს ნაციონალური მოძრობა.

სამართალდამცველების მიერ კარვების გატანის შემდეგ, პოლიტიკური პარტია სტრატეგიას ცვლის და მუშაობის გაგრძელებას საერთაშორისო დონეზე გეგმავს. ამის შესახებ განცხადება დღევანდელ პრესკონფერენციაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანმა პეტრე ზამბახიძემ გააკეთა.

„50-მდე აქტივისტი იცავდა მის ბუნებას დამახინჯებისაგან და გარკვეული ადამიანების ახირებისგან. ისინი დაარბიეს და დააკავეს ორი აქტივისტი. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს, გვექნება შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან,“ - აცხადებს პეტრე ზამბახიძე.

 

დღის ამბები