აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი ესტაკადა უკვე ფუნქციონირებს – ახალი გზა თბილისის მერმა გახსნა. დავით ნარმანიამ და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს.
„უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ამ ადგილას ხშირი იყო ავარიები და ამ ესტაკადით მოხდება განტვირთვა,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ესტაკადაზე განაპირა ბურჯების და ხიდის ძირითადი კონსტრუქციის აღდგენა მოხდა, მოეწყო სავალი ნაწილი და გაკეთდა ბეტონის დამცავი ფენა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია "ზიმომ" შეასრულა და პროექტი ბიუჯეტს 2 მილიონ 200 ათასი ლარი დაუჯდა.