20 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
"კლასიკური აფიორა, რომელშიც მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილი,"-კობა ხაბაზი "გაზპრომთან" მოლაპარაკებებზე საუბრობს

თბილისში გაზპრომის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მსველელობა თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან დასრულდა.

ორი საათის განმავლობაში თავისუფალი ზონის წევრები არაფორმალურ მმართველობას აპროტესტებდნენ და მმართველი გუნდის ხელისუფლებიდან წასვლას მოითხოვნდნენ. აქციის მონაწილეთა განმარტებით, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა საფრთხეშია და ქართულ ენერგობაზარზე გაზპრომის წილის ზრდის შემთვხვევაში, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

"ეს არის კლასიკური აფიორა, რომელშიც მონაწილეობს ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ბინძური გარიგება, რომელშიც მონაწილეობს კალაძე და რომლის მიზანია მხოლოდდამხოლოდ ერთი-ატკატები და დიდი ფულის შოვნა,"-აცხადებს თავისუფალი ზონის ხელმძღვანელი კობა ხაბაზი.

 

აქციაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და ნაწილობრივ შეიზღუდა მოძრაობა სოლოლაკის მიმართულებით.

დღის ამბები