20 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
„ეს ყანა არაა, ეს არის ქალაქი“ - ალეკო ელისაშვილი პანორამა თბილისის პროექტს აპროტესტებს

"არა პანორამა თბილისს" - პროექტის განხორციელება არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს აქციით გაპროტესტეს.

თეატრალიზებული დემონსტრაცია პუშკინის სკვერში დაიწყო, შემდეგ კი აქციამ მსვლელობის სახე მიიღო და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ, პროექტი პანორამა თბილისის შეჩერება და პრემიერმინისტრთან შეხვედრა. მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელი ნატა ფერაძე პრემიერთან შეხვედრამდე პროექტზე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს. 

„ჩვენ ვითხოვთ შეხვედრას პრემიერმინისტრთან, ეს მისი ვალდებულებაა. ჩვენ ვითხოვთ, რომ პრემიერთან შეხვედრამდე შეჩერდეს ყველანაირი სამუშაოები, რადგან ეს კანონდარღვევით მიმდინარეობს. პროექტი არ არის დასრულებული, თუმცა კლდე უკვე მოჭრილია. ეს იქნება ქალაქი ქალაქზე და მთლიანად შთანთქავს ქალაქს,“ - აცხადებს ნატა ფერაძე.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობა საკრებულო დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმაც  მიიღო, რომელმაც პანორამა თბილისს ბიძინა ივანიშვილის „ახირება“ უწოდა და განაცხადა-„ეს ყანა არაა, ეს არის ქალაქი.“ 

დღის ამბები