02 ოქტომბერი 2024,   08:34
ვრცლად
ტყიბულში მოლაპარაკეებების მორიგი რაუნდი ექვს საათზე მეტია მიმდინარეობს

ექვს საათზე მეტია ტყიბულში მოლაპარაკეებების მორიგი რაუნდი უწყვეტად მიმდინარეობს. გაფიცული მაღაროელები საქნახშირის წარმომდგენლებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ხვდებიან.

გაფიცულებისთვის დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოლაპარკების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ტყიბულის მარაროელებს გაშლილი კარვების აღება ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარემ სთხოვა, თუმცა მისი მოსაზრება აქციის წევრებმა არ გაიზიარეს. ისინი აქციის შეწყვეტას არ აპირებენ და ხვალ ტყიბულის გამგეობასთან შეკრებას გეგმავენ.

დღის ამბები