20 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
მირზა შაფის პროექტი - არასამთავრობოები პროექტის ხარვეზებზე საუბრობენ

მირზა შაფის მშენებლობა სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიწყება. კონსულტაციების შედეგად პროექტით გათვალისწინებულია მაქსიმუმ 2-4 სართულიანი ტერასიანი შენობების, ბიზნესცენტრების, ბუტიკ-ოტელებისა და საგამოფენო დარბაზების მშენებლობა. მირზა შაფის ქუჩაზე კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში სასტუმრო აპარტამენტიც აშენდება, რითიც საქართველოში კემპინსკის ბრენდი შემოვა.

მირზა შაფის პროექტთან დაკავშირებით დამატებით კონსულტაციებს ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომდგენლები. მათ მიაჩნიათ, რომ პროექტი აბანოთუბნის არქიტექტურისთვის შეუსაბამოა. შეკითხვებზე პასუხებს პირადად დავით ნარმანიასგან ითხოვენ საკრებულოში.

პროექტის მშენებლობა მას შემდგ დაიწყება, რაც ქალაქის მთავრობა ნებართვას გასცემს. მირზა შაფის პროექტი დასამტკიცებლად თბილისის მერიაში უკვე შევიდა. წინასწარი ინფორმაციით, პროექტში 60 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და 1 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება.

ავტორი: ნატა მახვლიაძე.

დღის ამბები