20 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
"არა პანორამა თბილისს"-მასშტაბური თეატრალიზილებული აქცია დედაქალაქის იერსახის დასაცავად

"არა პანორამა თბილისს"-ამ ლოზუნგით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ანორამა თბილისის მშენებლობა გააპროტესტეს და პროტესტის ნიშნად პუშკინის სკვერიდან მთავრობის კანცელარიის შენობამდე მსვლელობა გამართეს. აქციას რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ და ხელისუფლებისგან მოითხოვეს, რომ პროექტი ყოველგვარი კომპრომისის გარეშე შეჩერდეს.

საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე დაიყწო და მსვლელობით კანცელარიასთან გაგრძელდა. აქციის მონაწილეებმა პლაკატებით, სასტვენებით, ზარებით და თეატრალიზირებული პერფონმანსებით ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდეს. მთავარი მოთხოვნა პროექტ პანორამათ ბილისის შეჩეერება და პრემიერთან შეხვედრა იყო, რომლის ეკონომიკის მინისტრობის დროს სოლოლაკის ქედზე პანორამა თბილისის მშენებლობისთვის ნებართვა გაიცა. მესამე სექტორი დიალოგის დაწყებისთვის გიორგი კვირიკაშვილს 1 კვირიან ვადას აძელევს. 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

დღის ამბები