20 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
მაღაროელების პროტესტი გრძელდება-გაფიცულები საკუთარ მოთხოვნებს არ ცვლიან

მოთხოვნის შესრულებამდე გაფიცული მაღაროელები სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ. ისინი კომპრომისისკენ კომპანიის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეების მთავარ მოთხოვნად ანაზღაურების 30-40 პროცენტიანი ზრდა რჩება. ორი კვირის წინ დაყენებულ ამ პირობებს შორისაა უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების გაუმჯობესებაც.

დღეს ჯი-აი- ჯის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტებს მათი სამუშაო ტერიტორიის ნაწილის გადაღების საშუალება მისცა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაღაროელებს მუშაობისთვის საჭირო ყველა პირობა აქვთ.

მაღაროელების თქმით, მწყობრიდან გამოსული ელმავლების გადაადგილება საკუთარი ძალებით უწევთ. კომპანიაში კი განმარტავენ, რომ ამისთვის ისინი დამატებით თანხას გასცემენ.

ორი კვირაა გაფიცულები ღამეს საქნახშირის შენობასთან ათენებენ. მოლაპარაკებებში სახელმწიფო უწყებების ჩართვის მიუხედავად, მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები