20 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
მაღაროელები "საქნახშირს" ახალ პირობას სთავაზობენ

ტყიბულში გაფიცული მაღაროელები მათი პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში ახალ პირობას აყენებენ და აცხადებენ, რომ ისინი დათანხმდებიან ხელფასის მხოლოდ 20%-იან მატებას თუ ადმინისტრაცია მათ ამ მოთხოვნას დაუყოვნებლივ და გარანტირებულად შეუსრულებს. განცხადება ამის შესახებ გაფიცულმა მაღაროელებმა კურიერის კორესპონდენტთან საუბრისას გააკეთეს.

მაღაროელების მოთხოვნებს პასუხობენ ჯი აი ჯი ჯგუფში და აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულია და კომპანია მაღაროს კონსერვაციაზე იწყებს მუშაობას. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათ გაფიცულებს ხელფასები 5%-იანი ზრდა უკვე შესთავაზეს. 

შეგახსენებთ, რომ მაღაროელები უკვე მეთხუთმეტე დღეა ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით აქციებს მართავენ. მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდის მიუხედავად საქნახშირსა და მაღაროელებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

კიდევ ერთი აქცია დღეს 14:00 სააათზე ადგილობრივ გამგეობასთან გაიმართება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები