20 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
წყნეთის მოსახლეობა სტადიონის ნგრევას აპროტესტებს

წყნეთის მოსახლეობა სტადიონის ნგრევას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სპორტული მოედანი ამ ტერიტორიაზე ათწლეულებია არსებობს და ახლა გარკვეულ სამშენებლო ინტერესებს ეწირება.

ნიკა მელიასთან საუბარში მოსახლეობა აცხადებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცენტრალური მთავრობის დონეზე მათ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს და ტერიტორიაზე სტადიონი უნდა შენარჩუნდეს. მოსახლეობას დახმარებას ნიკა მელიაც დაჰპირდა.

"დღევანდელმა ხელისუფლებამ სტადიონების ნგრევა და მათ ნაცვლად სახლების მშენებლობა ტრადიციად აქცია,“- განცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები