20 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
მოზარდების მიერ დანაშაულის ჩადენაში მხილებული პოლიციელები სამსახურს ამ დრომდე ინარჩუნებენ

გასული წლის დეკემბერში რუსთავი 2-ის ეთერში რეპორტაჟი გავიდა, რომელიც თერჯოლაში 13, 14 და 16 წლის მოზარდებზე ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ზეწოლას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ეხებოდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სახალხო დამცველის აპარატი მაშინვე დაინტერესდა და მოკვლევა დაიწყო.

მოზარდებისა და მათი ოჯახის წევრების გამოკითხვის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ინფორმაცია თერჯოლის პოლიციის რაიონული სამმართველოდანაც გამოითხოვეს. პოლიციელები მოზარდების დაკითხვისა და მათზე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ზეწოლის ფაქტს უარყოფდნენ და ბიჭების პოლიციაში გადაყვანას მათი ვინაობის დადგენის მცდელობით ხსნიდნენ.

2016 წლის 10 თებერვალს კი ნანუშვილის უწყებამ ფაქტის გამოძიების თხოვნით პროკურატურას მიმართა.  

მიმდინარე კვირას საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი სამივე არასრულწლოვანს, ზესტაფონის რაიონულ პროკურატურაში შეხვდა და ახსნა-განმარტება ჩამოართავა.

მოზარდების მიერ დანაშაულის ჩადენაში მხილებული პოლიციელები კვლავ თანამდებობებზე რჩებიან და საქმიანობას დაუბრკოლებლად აგრძელებენ.

ავტორი: გიორგი გვიშიანი

დღის ამბები