20 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
ტყიბულში მაღაროელების აქცია გრძელდება - მათი მოთხოვნა უცვლელია

ტყიბულში პროტესტის მე-15 დღეა. მაღაროელები გამგეობის შენობასთან ადმინისტრაციის ტერიტორიაზე აქციას მართავენ. 

მანამდე კი მაღაროელების აქცია გამგეობის შენობასთან გამართეს, საიდანაც  ტყიბულის თბოელექტროსადგურთან გადაინაცვლეს. მათი თქმით, თბოელექტროსადგური მაღაროდან მოპოვებული ნახშირის ნარჩენებით მუშაობს და ამ აქციით უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ თუ ისინი მუშაობას შეწყვეტენ, სხვა დაწესებულებებიც ვერ იმუშავებენ.

კომპანიის წარმომადგენლები გაფიცულებს დღეს არ შეხვდნენ. მაღაროელები ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები