20 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
უპატრონოდ მიტოვებული მოხუცი-84 წლის ქალი კომაში, მართვით სუნთქვაზეა

მას შემდეგ, რაც პოსტსკრიპტუმის ეთერში ირინა ბაბაევას მძიმე მდომარეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, სასწრაფო დახმარებამ ის კლინიკა ტრავმატოლოგში გადაიყვანა. მკურნალი ექიმი პოსტკრიპტუმთან საუბრისას ადასტურებს, რომ  საავადმყოფოში მიყვანისას მოხუცი  უკიდურესად დასუსტებული  იყო. მას უჭირდა საუბარიც, რაც  სავარაუდოდ რამდენიმედღიანი შიმშილის ბრალი იყო. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, 84 წლის მოხუცს ინსულტი განუვითარდა.  დღეს ირინა ბაბაევა რეანიმაციაში, კომაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზის დირექტორი დავით კინწურაშვილი ამბობს, რომ მოხუცის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა იყო საჭირო.  

რატომ არ გადაიყვანა სასწრაფომ ირინა ბაბაევა საავადმყოფოში, ამ კითხვაზე  თბილისის სასწრაფოს პასუხი არ აქვს, თუმცა  ფაქტია, რომ როგორც ხანდაზმულს, საყოველთაო დაზღვევით ულიმიტო 100%-იანი მომსახურება ეკუთვნოდა. ერთადერთი რაც თბილისის სასწრაფომ პოსტკირპტუმთან საუბრისას განმარტა არის ის, რომ ექიმების ბრიგადა კანონის ფარგლებში მოქმედებდა, რადგან ავადმყოფს ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

დაიღრვა თუ არა ირინა ბაბაევას უფლებები და დადგება თუ არა ექიმების ბრიგადის პასუხისმგებლობის საკითხი ეს ჯერ უცნობია.

ავტორები: ეკა ქადაგიშვილი, გიორგი ჩიკვილაძე.

დღის ამბები