20 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
„მოლაპარაკების მაგიდა გუშინ დავტოვე, ვინაიდან რესურსი არ იყო"-მამუკა გელენიძე მაღაროელებს პასუხობს

გაფიცული მაღაროელების მოთხოვნებს პასუხობენ ჯი აი ჯი ჯგუფში. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფინანსური დირექტორი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულია და კომპანია მაღაროს კონსერვაციაზე მუშაობას იწყებს.

„მოლაპარაკების მაგიდა გუშინ დავტოვე, ვინაიდან რესურსი არ იყო კონკრეტულად იმ სიტუაციაში. ამას გარდა წარმოიშვა მთელი რიგი პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს კომპანიასთან. მიუღებელი ქვანახშირის გამო გარკვეული კორექტირება განიცადა ჩვენმა კონტრაქტმა მყიდველთან და ის მოცულობები საჭირო აღარ არის. მეორე საკითხია ის, რომ ტექნიკური პრობლემებია შახტაში რომლის შესახებაც მეშახტეებმა თავდ იციან, აქედან გამომდინარე გარკვეული საკონსერვაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ შახტის უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ. ჩვენის მხრივ გაჟღერდა ყველა მოწოდება, რომ სამუშაო პროცესი აღმდგარიყო, ასევე გაკეთდა განცხადება რომ 5%-ით გაზრდილიყო სახელფასო ფონდი. ეს პირველ ეტაპზე რაც უნდა ყოფილიყო იმის საწინდარი, რომ 2 თვის განმავლობაში სახელფასო სისტემის სრული რევიზია განხორციელდებოდა და გამოინახებოდა ოპტიმიზაციის გზები“-აცხადებს ზურაბ გელელინძე. 

დღის ამბები