20 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
სოციალური სიდუხჭირე და ბიუროკრატია-გიორგი კავთუაშვილი 13 კვადრატული მეტრი ფართის დაკანონებას ვერ ახერხებს

სოციალური სიდუხჭირე და ბიუროკრატია- გიორგი კავთუაშვილი მის მფლობელობაში არსებული  13 კვადრატული მეტრი ფართის დაკანონებას ცდილობს, რომელიც მისი საკუთარი სახლის შესასვლელშია და  სადაც უკვე რამდენიმე წელია სურსათის მაღაზია აქვს განთავსებული.  კანონით გათვალისწინებული პროცედურის ჩასატარებლად და ფართის დასარეგისტრირებლად რეესტრში ყველა საჭირო დოკუმენტია წარდგენილი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ  1995 წლის შემდეგ ბინის პრივატიზება  სახელმწიფო საწარმო დელისის თანამშრომლებმა შეძლეს და ახლა ბინა ამხანაგობა პლატო 3-ს ეკუთვნის პროცესი მაინც ჭიანურდება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გიორგი კავთუაშვილისთვის, რომელსაც ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმის დიაგნოზი 3 წლის ასაკში დაუსვეს, 13 კვადრატული ის ფართია, სადაც მაღაზიაა განთავსებული და ფინანსური პრობლემების გამო, ბინის გაყიდვის შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს საცხოვრებლის მოწყობა უნდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონის თანახმად, ამხანაგობას წევრისთვის საერთო ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა შეუძლია. თუ  საჯარო რეესტრში საკითხი დადებითად არ გადაწყდა, პროცესი სასამართლო დარბაზში გადაინაცვლებს, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ ასეთ შემთხვევაში  ხარჯთან ერთად მოსარჩელე მხარეს დროსთან დაკავშირებული პრობლემაც შეექმნება, რადგან შესაძლოა განაჩენი ორი წლის ვადაზე ადრე ვერც გამოიტანონ.

ავტორები: რუსუდან დათუკიშვილი, აკა ჯორბენაძე

დღის ამბები