უკვე მესამე კვირაა ტყიბულელი მეშახტეების პროტესტი გრძელდება. აქცია დღესაც არის დაგეგმილი და ის გამგეობის შენობასთან გაიმართება. მათი მოთხოვნები უცვლელია. ხელფასების 40 პროცენამდე გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
მეშახტეებმა და მათმა მხარდამჭერებმა აქცია გამგეობასთან გუშინაც გამართეს, თუმცა ადგილბორივი ხელისუფლებიდან მათ არავინ შეხვედრია.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ტყიბულის თბოელექტრო სადგურთანაც გადაინაცვლეს, რომლის მუშაობაც შახტის მუშაობაზეა დამოკიდებული. მათი თქმით, ამით უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ თუ ისინი არ გააგრძელებენ საქმიანობას, ამით პრობლემები სხვა დაწესებულებებსაც შეექმნებათ.