სვანეთში, მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, სამი სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი ნენსკრაჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ. მოსახლეობა გზის ჩაკეტვითაც იმუქრება.
აქციის დაწყებამდე, მოსახლეობას ნენსკრაჰესის მშენებლობის პროექტის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა.