თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.
საქართველოს ერთიანობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიებაში ლაზური სიმღერების შემსრულებელი ანსამბლი ათძალი, კახის რაიონიდან ანსამბლი ჰერულა, ასევე ფერეიდნელი, ჰერელი პოეტები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ესწრებოდა.