20 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
"ტყიბულის შახტების კონსერვაცია ჩვენთვის მიუღებელია,"- ელისო ჩაფიძე ტყიბულში ჩავიდა

ტყიბულში გაფიცულ მაღაროელებთან ელისო ჩაფიძე ჩავიდა. მაჟორიტარი დეპუტატი მოლაპარაკებას ყველა მხარესთან გამართავს.

„დიდი იმედი მაქვს, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან. ტყიბულის შახტების კონსერვაცია მიუღებელია ჩვენთვის. მხარეებს ვთავაზობ, რომ მემორანდუმი, რომელიც გაფორმებული იყო კომპანიასთან სასამართლოში წავიღოთ სამუშაო პროცესის განახლების პარალელურად,“- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

ტყიბულელ მეშახტეთა პროტესტი გრძელდება. მაღაროელები და მათი მხრადამჭერები დილიდან ისევ საქნახშირის ადმინისტრაციულ შენობასთან შეიკრიბნენ. მოთხოვნები უცვლელია. ხელფასების 40 პროცენტამდე გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.

კომპანიაში კი აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში უსაფრთხოების მიზნით მენეჯმენტი იძულებულია გარკვეული უბნების კონსერვაცია განიხილოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები