სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის საპილოტე რეგულირება 15 მარტიდან დაიწყება. მერიის ინიციატივა თბილისის 17 ქუჩაშე საღამოს 5-დან 8 საათამდე სადისტრიბუციო მანქანების დგომის და გაჩერების შეზღუდვას გულიხსმობს, თუმცა მათ ამ ტერიტორიებზე მოძრაობა შეეძლებათ.
ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი 30-მდე კომპანიამ უკვე მოაწერა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები 200-ზე მეტ სადისტრიბუციო ორგანიზაციასთან. ახალი რეგულირება 1 სექტემბრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის მიზნით ხორციელდება.
“ეს ქუჩები ავიღეთ იმიტომ, რომ ერთი მხრივ, არის ვიწრო ქუჩები, მეორე მხრივ, ქალაქში არსებული სატრანსპორტო გადატვირთული ნაკადებიდან გამომდინარე აღნიშნულ ქუჩებზე პიკის საათებში დამატებით სადისტრიბუციო მანქანების შესვლა და მათი გაჩერება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, როცა ხდება მათი დაცლა, ან დატვირთვა, დამატებით სირთულეებს ქმნის. სწორედ ამიტომაც ვფიქრობ, ეს არის ქალაქისთვის ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა თბილისი მერმა დავით ნარმანიამ.