20 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
გონიოს მცხოვრებლებმა ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

"დაგვიბრუნეთ საკუთღება"-ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ბათუმის მერიასთან გონიოს მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. 271 ოჯახი მეოთხე წელია იმ მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვს, რომლებიც მათ წინა ხელისუფლებამ 2007 წელს საკუთრებაში გადასცა, 2010 წელს კი უკანვე ჩამოართვა.

აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და საკითხის დაუყოვნებლივ გადაჭრას მოითხოვენ. მოგვიანებით გონიოს მცხოვრებლებს ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე შეხვდა, თუმცა შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. კომისია აქციის მონაწილეებს საბოლოო პოზიციას ორშაბათს გააცნობს.

“ცალსახად ამ საკითხის გადაჭრა ბუნებრივია არ შედის იმიტომ, რომ თუ კი კანონს გადავხედავთ კიდევ ერთხელ იქ მკაფიოდ არის განსაზღვრული თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ და შესაბამისად კომისიას რა უფლებამოსილება გააჩნია, აქედან გამომდინარე ესე ცალსახად კომისიას არ აქვს უფლებამოსილება, რომ აღადგინოს საკუთრების უფლება“ - განაცხდა   ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარემ.

დღის ამბები