მალაიზიის ციხიდან გათავისუფლებული ბაბუცა გორდაძე სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პირველ ინტერვიუს კურიერს აძლევს. ქართველი ქალი, რომელიც ნარკოტიკის გადატანის ბრალდებით დააკავეს სასიკვდილო განაჩენს გადაურჩა.
ზუსტად ერთ საათში კურიერში ნახავთ, როგორ იხსენებს ბაბუცა გორდაძე მალაიზიის ციხეში გატარებულ თითქმის 6 წელს, როგორ შეიტყო სასიკვდილო განაჩენის შესახებ და რა იცოდა იმ ამანათის თობაზე, რომელშიც ნარკოტიკი იპოვეს. გარდა ამისა გორდაძე ყვება იმის შესახებ, თუ რა ბედი გაიზიარა და სად არის ახლა ამავე საქმეზე დაკავებული მეორე ქართველი ქალი – დარეჯან კოხტაშვილი.
„ჩემი აზრით მალაიზიის მოსამართლემ ლოგიკურად იმსჯელა, რადგან ყველანაირი ექსპერტიზის დასკვნებით ამ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, ასევე ჩანთაზეც, საერთოდ არაფერზე ჩემი თითის ანაბეჭდები და ჩემი დე ენ ემ-ი არ აღმოჩნდა. ის ნარკოტიკული ნივთიერებები მე არ მეკუთვნოდა,“ - აცხადებს ბაბუცა გორდაძე.