პროტესტის მეჩვიდმეტე დღე და მორიგი მოლაპარაკებები ტყიბულში. საქნახშირის ხელმძღვანელობასა და მეშახტეებს შორის გამართულ მოლაპარაკებებში დღეს პროფკავშირებისა და პრემიერის წარმოამდგენლელი ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა დამქირავებელი კომპანიისგან 5 წლის წინ აღებული ვალდებულებების შესრულება მოითხოვეს. პარალელურად კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა გამგეობასთან, სადაც შახტის მმართველი კომპანია, გაფიცულების მხარდამჭერებზე ზეწოლაში დაადანაშაულეს.
ტყიბულის შახტის მმართველ კომპანიაში მაღაროელების ბრალდებას არ იზიარებენ. საქნახშირი ჯი აი ჯი ჯგუფის წევრების განმარტებით გაფიცვის გამო კომპანია იძულებულია ქვანახშირის მაღაოს კონკრეტული უბნის კონსერვაცია მოახდინოს.
დღევანდელი მონაცემებით 17 დღეა ტყიბულის ქვანახშირის მაღარო არ ფუნქციონირებს და შესაბამისად პროდუქციის მოპოვება ვერ ხერხდება, როგორ დამთავრდება პროტესტი უცნობია, გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას 40 პროცენტით ითხოვენ, თუმცა კომპანია მხოლოდ 5 პროცენტიან მატებაზეა თანახმა.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი