პარლამენტში დაპირისპირება სკოლებში ახალი საგნის სწავლებასთან დაკავშირებით პროექტის პირველივე მოსმენას მოჰყვა. ახალი საგნის სწავლების შემთხვევაში, სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაიგონ, რისი უფლება-მოვალეობა აქვთ, როგორ უნდა სცენ პატივი თანაკლასელსა და მასწავლებელს, რით შეუძლიათ დაეხმარონ თანატოლებს, როგორ დაიცვან პირადი ჰიგიენა და როგორ შეიძლება აირიდონ დაავადების გავრცელება სკოლებში- ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც ერთ საგანში გაერთიანდება.
არგუმენტები, რის გამოც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი განათლების სამინისტროს ამ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან, მიუღებელია დეპუტატებისთვის.
სტუმრის სტატუსით განათლების კომიტეტზე ხმაურიან განხილვას ლევან ვასაძეც ესწრებოდა. ბიზნესმენი სამინისტროს ინიციატივის წინააღმდეგ მომზადებული პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერია. ვასაძე დარწმუნებულია, რომ ახალ საგანს მომავალი თაობის განვითარებასთან საერთო არაფერი აქვს.
ახალი საგანი, სახელწოდებით „მე და საზოგადოება“ სასწავლო პროგრამაში სავარაუდოდ მომავალი წლიდან შევა.
ავტორი: ეკო მაღრაძე.