20 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ტყიბულში გაფიცვა შეწყდა - მეშახტეები სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან

ტყიბულში კომპანია საქნახშირში დასაქმებული მეშახტეების გაფიცვა შეწყდა, ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი - 2-ს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში დაუდასტურეს. დილიდან მეშახტეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. 

რა შეთანხმება შედგა მეშახტეებსა და საქნახშირის მფლობელ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს შორის, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ხელფასების 40% გაზრდის მოთხვონით მეშახტეების გაფიცვა და პერმანენტული აქციები ტყიბულში 16 დღეს გაგრძელდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები