ადიგენში მუსლიმებზე მომხდარ თავდასხმას სოცილურ ქსელში მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ეხმაურება.
"აღშფოთებული ვართ, სოფელ ადიგენში მომხდარი ფაქტით, რომელიც მოყვა ადგილობრივი მუსლიმი თემისათვის სასაფლაოს გადაცემას. როგორც ჩვენთვის ადგილობრი მუსლიმებისაგან გახდა ცნობილი, ადიგენის რაიონის გამგებელის, ზაქარია ენდელაძის თანხლებმა რამდენიმე ადამიანმა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ადგილობრივი მუსლიმი თემის წარმომადგენლებს. ნაცემია სამი ადამიანი”, – წერს ნაკაიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს დღეს ადიგენში ელოდებიან, ადგილზე ვითარებას შეისწავლიან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლებიც.