თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი გამაფრთხილებელ აქციას მართავს. ისინი ხელმძღვანელობისგან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაფიცვით იმუქრებიან. მათი თქმით დღეს შესაბამის უწყებებში შეიტანენ განცხადებებს წინასაგაფიცვო მოქმედებების დაწყების შესახებ.
"ჩვენ დღეს შეგვაქვს განცხადებები წინასაგაფიცვო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით და როგორც შრომის კოდექსშია გაწერილი, 21 დღის შემდეგ ჩვენ უფლებას ვიტოვებთ გავაჩეროთ მეტროპოლიტენი ამ პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, წინასწარ ბოდიშს ვუხდით თბილისელებს" განუცხადა რუსთავი 2 აქციის ერთ ერთმა მონაწილემ.
მემანქანეები ასევე მოითხოვენ, ღამის საათებში 22:00-დან 06:00-მდე სამუშაო საათები განსხვავებული ტარიფით აუნაზღაურდეთ.