20 ნოემბერი 2024,   04:32
ვრცლად
"ეს არ შეუწყობს ხელს ტოლერანტობის ატმოსფეროს" - იან კელი ადიგენის ინციდენტზე

ადიგენში გუშინ მომხდარ ინციდენტს აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ამ თემაზე დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა აცხადებს, რომ რელიგიურ ნიადაგზე თავდასხმები და რელიგიური უმცირესობების ჩაგვრა დემოკრატიული ქვეყნის იმიჯისათვის დაუშვებელია.

"ამ კონკრეტული ინციდენტის დეტალები ჩემთვის უცნობია, თუმცა ასეთი შემთხვევები დაუშვებელია და მათი ადგილი არ არის დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის. ეს არ შეუწყობს ხელს ტოლერანტობის ატმოსფეროს, რაც მთავრობას მსურს, რომ იყოს ქვეყანაში," - განაცხადა იან კელიმ. 

რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მიზეზი რელიგიის საბჭოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც მუსლიმებს უფლება მიეცათ ახალი სასაფლაო გაეკეთებინათ. 

დღის ამბები