20 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
"ჩვენ ვხედავთ ამ ციკლს განმეორებადი ძალადობების" - არასამთავრობოები ადიგენის ინციდენტს ეხმაურებიან

ადიგენში მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს ელოდებიან. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა. დღეს იქ ინციდენტის დეტალების გარკვევას გეგმავენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მიზეზი რელიგიის საბჭოს რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც მუსლიმებს უფლება მიეცათ ახალი სასაფლაო გაეკეთებინათ.

მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის ხელჩართული ჩხუბის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანიც.

ადიგენში გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხმაურებიან არასამთავრობოებიც. მათი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის. ისინი ხელისუფლების პოლიტიკაში ხედავენ მიზეზებს და ამბობენ.

„არცერთი ადამიანი არ არის დასჯილი ამ ინციდენტებთან დაკავშირებით. დაზარალებულის სტატუსსაც კი არ ანიჭებს სხელმწიფო მუსლიმებს კონკრეტული საქმეების გამოძიების დროს. ჩვენ ვხედავთ ამ ციკლს განმეორებადი ძალადობების,“ - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე. 

დღის ამბები