20 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
„როდესაც არ ხდება რეაგირება, სამწუხაროდ, ვიღებთ ახალ ინციდენტებს" - უჩა ნანუაშვილი ადიგენის ინციდენტზე

„როდესაც არ ხდება რეაგირება, დასჯა სამართალდარღვევის, სამწუხაროდ, ვიღებთ ახალ ინციდენტებს,“ - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ადიგენში განვითარებულ მოვლენებს.

უჩა ნანუაშვილი ხელისუფლებისგან ადექვატურ რეაგირებას ელოდება და მიმრთავს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი.

ამ მხრივაც შეიძლება ითქვას, რომ ადიგენშიც კვლავ პრობლემაა ის, რომ როდესაც რამდენიმეჯერ არ მოხდა ადექვატური რეაგირება ასეთ ფაქტებზე, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე, არ გაეცა პასუხი ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ვიღებთ ახალ შედეგს. ნებისმიერი წაყრუება ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით არის წახალისება," - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.  

რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მიზეზი რელიგიის საბჭოს რამდენიმე დღის წინ მიღეული გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც მუსლიმებს უფლება მიეცათ ახალი სასაფლაო გაეკეთებინათ. მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის ხელჩართული ჩხუბის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანიც.

დღის ამბები