20 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
ქართული ქვევრი გაერო-ს ეზოში განთავსდა

ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში ქართული ქვევრის განთავსების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილი ქვევრი, საქართველოს მთავრობამ გაერო-ს ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით უსახსოვრა.

საგარეო საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ჟენევაში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და გაერო-ს გენერალურმა დირექტორმა მიხაელ მიოლერმა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს კულტურული იდენტობის და უძველესი ტრადიციის ამ ელემენტმა გაერო-ში დაიდო ბინა, როგორც საქართველოს ხელისუფლების საჩუქარმა ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით. საქართველო ღვინის აკვანია, ქვევრით ღვინის დაყენებას კი ჩვენს ქვეყანაში 8 ათასი წლის ტრადიცია აქვს“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც ქვევრთან განთავსდა და დამთვალიერებელს ინფორმაციას აწვდის ძეგლის წარმოშობის შესახებ.

დღის ამბები